saqarTvelos mwvervalebi - ailama

 

აილამა, აჰლამა - მწვერვალი ცენტრალურ კავკასიონზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდინარე ყორულდაშის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4547 მ. აგებულია იურული ფიქლებით. აილამის ქვედა ფერდობებზე სუბალპური და ალპური მდელოებია, ზედა ფერდობებზე - სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები. აილამის სამხრეთი ფერდობის ძირას არის ალპინისტური ბანაკი „აილამა“. პირველი ასვლა განხორციელდა 1937 წელს.